როგორ აფასებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები ოცნების წევრების სანქცირებას

კალაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, სამხარაძე - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების დასანქცირებულთა სია გაფართოვდა.  ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი პარტნიორების მიერ დაწესებული ფინანსური აკრძალვა ქართული ოცნების კიდევ 4 ლიდერს ეხება.  ესენი არიან: თბილისის მერი კახი კალაძე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს სანქციები "დემოკრატიის ხელყოფისთვის" დაუწესა. მათ შორის არიან შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირეტორი, დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ფინანსური აკრძალვების ბერკეტები ბიძინა ივანიშვილსაც უნდა შეეხოს. ამერიკის ქმედებებს ადგილობრივი ოპოზიციონერები აფასებენ. 

მეტის ნახვა