როგორ აფასებენ პოლიტიკურ პარტიებში ადგილობრივ დონეზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?

ქართველი ოფიციალური პირების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ინიდივიდუალური სანქციების დაწესების შესაძლებლობა სულ უფრო რეალისტური ხდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ ე.წ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. წლების პარტნიორი და მეგობარი აშშ, საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვასაც იწყებს. უმწვავესი განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა  გააკეთა. კრიტიკა არ დაიშურა არც მეთიუ მილერმა, რომელმაც თქვა, რომ ვეტოს დაძლევას  ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება. ვენეციის კომისიის უმწვავესი დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას აგენტების შესახებ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო  დაადო. მმართველი გუნდი უკან არ იხევს, საერთაშორისო პარტნიორები კი განცხადებებიდან ქმედებებზე გადადიან. როგორ აფასებენ ადგილობრივ პარტიებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? 

მეტის ნახვა