როგორ აპირებენ ოპოზიციური პარტიები ქარტიის პუნქტების შესრულებას?

17-პარტია და 5-ი დამოუკიდებელი დეპუტატი - პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ „ქართულ ქარტიას“ თითქმის სრული ოპოზიცია  შეუერთდა. ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს -  როგორ უნდა შეასრულონ პარტიებმა დოკუმენტით გაწერილი პუნქტები და რა საერთო გეგმაზე თანმხდებიან? ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა, რითაც ოპოზიციურ პარტიებს, ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწფოს დამკვიდების მიზნით გაერთიანება შესთავაზა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისი პასუხი შეთავაზებაზე უარია, მათ შორისაა გახარია საქართველოსთვის და გირჩი.  უარი განაცხადა შეთავაზებაზე ქართულმა ოცნებამაც, რომელთა წევრები ამბობენ, რომ ქარტია ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაციაა. ადგილობრივ დონეზე მმართველ გუნდში კომენტარი არ გააკეთეს. 

მეტის ნახვა