ახალი ამბები • 1701337917
რომელ პარტიას რამდენი ლარი შესწირეს | TI-ის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები 2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. სტატისტიკის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში, მილიონ 901 ათას 299 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება.
თანხების 65 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ჩაურიცხეს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მესამეზე - პარტია „ლელო“.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებო მმართველი გუნდის შემომწირველთა სიაა, რომლის ნახევარზე მეტიც ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირია. მესამე სექტორის შეფასებით, საყურადღებოა ისიც, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალი წელია სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, შეღავათიან სესხებს თუ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს იღებს.
გარდა ამისა, შემოწირულებების ნაწილი აჩენს ეჭვს, რომ ის ფიქტიური დონორების მეშვეობითაა განხორციელებული, რაც კანონდარღვევაა.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221