სადამკვირვებლო ორგანიზაცია ENEMO საქართველოში მუშაობას იწყებს

არჩევნები

1 ოქტომბრიდან საქართველოში მუშაობას  სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროპული ქსელი Enemo იწყებს.

სადამკვირვებლო მისიის ძირითადი გუნდი 7 წევრისგან და 8 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მათ 80 სპეციალისტი შეუერთდება, რომლებიც არჩევნების დღის მონიტორინგს განახორციელებენ.  წინასწარი ანგარიში არჩევნების მეორე დღესვე გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო დასკვნა არჩევნებიდან 2 თვეში გამოქვეყნდება.

"დემოკრატიული პროცესი არის ინკლუზიური და ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება დემოკრატიული პროცესისა არის სწორედ მისი ინკლუზიურობა. ეს გულისხმობს ინკლუზიურობას იმ მხრივ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი კანდიდატების დარეგისტრირების საშუალება, მაგრამ ასევე ინკლუზიურობას სადამკვირვებლო კუთხით. მინდა, ყველა მონაწილე მხარე აცნობიერებდეს, რომ ბევრი ამომრჩეველი ნიშნავს პროცესის მეტ გამჭვირვალობას," - განაცხადა Enemo-ს მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა.

მეტის ნახვა