ახალი ამბები • 1752267330
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმაურება
პოლიტიკა
1718201803

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმაურება. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშევის განცხადებით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს კრიტიკოსებზე თავდასხმები.
"ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რომელიც დაუსჯელი დარჩება. ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ძალადობის ციკლი, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოს გზით", - აღნიშნა მან.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა