ახალი ამბები • 1751273063
სალომე ზურაბიშვილისადმი კობახიძის „მუქარის“განცხადება | პოლიტოლოგის შეფასება
პოლიტიკა
1734970960

„კანონდამრღვევი ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობაზე საუბარი ირონიული და ღიმილისმომგვრელია“ - ასე ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი კობახიძის „მუქარის“განცხადებას პოლიტოლოგი. კობა ჯუმუშაძე ამბობს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერის ძალის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა შედეგს ვერ მიიღებს,რადგანაც მსგავს მესიჯებს დემონსტრანტების განწყობებში ცვლილებების გამოწვევა არ შეუძლია. ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ შესაძლოა ციხეში მოხვდეს, თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს და სასახლეს არ დატოვებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა, კობახიძე გააკრიტიკა და განცხადების უკან წაღებისკენ მოუწოდა.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა