ახალი ამბები • 1728566105
სალომე ზურაბიშვილმა ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო დაადო
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონს ხელი არ მოაწერა. ინფორმაციას მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უდასტურებს. ზურაბიშვილს კანონისთვის არც ვეტო არ დაუდია.
პარლამენტმა კანონი 17 სექტემბერს მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კანონს ხელს პრეზიდენტი არ აწერს, აწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.
კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
1728068947
1726854943
1726726009