ახალი ამბები • 1756410394
საპარლამენტო ოპოზიცია ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს შეხვდა
პოლიტიკა
1659548845
საპარლამენტო ოპოზიცია ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს შეხვდა. სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა. რეკომენდაცია ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის დანიშვნას ითვალისწინებს, რაც გამჭვირვალედ მოხდება.
ამავე დათქმის მიხედვით, ომბუდსმენის სამსახური უნდა იყოს გავლენებისგან თავისუფალი. ცნობისთვის, ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის პოსტზე ვადა დეკემბერში ეწურება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90 ხმით უნდა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” ამ პროცესში ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა