ახალი ამბები • 1756410394
საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
                        
                            პოლიტიკა
                        
                        
                            
1733902459
                        
                    
                                    
                                            საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 27.9 მილიარდი ლარი იქნება, რაც ბიუჯეტის წინა პროექტზე 895 მილიონი ლარით მეტია, ეს კი სამინისტროებში დაფინანსების ზრდით არის განპირობებული.
ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა - 8.8 მილიარდი ლარი 2025 წელს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოიყო, 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, ჯამში კი 3.08 მილიარდ ლარს მიაღწევს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით შემცირდება და 3.1 მილიარდი იქნება. .
                
                    ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
                    
            1756113571
მეტის ნახვა
        









                            
                            
                            
                            









