საქართველოს პარლამენტში პრემიერის ანგარიშს მოუსმინეს - რა თქვა ღარიბაშვილმა?

საქართველოს პარლამენტში დღეს, პრემიერის ანგარიშს მოუსმინეს. ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება, რამდენიმე საათის განმავლობაში, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მთავრობის მეთაურმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რასაც გუნდის წარმატებად თვლის.

აღნიშნა, რომ „თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს, ეს ჩვენ ვიყავით“. პრემიერმა ხელისუფლების წარუმატებლობა ისევ განსხვავებულ გეოგრაფიულ მდებარეობას მიაწერა და ევროკომისია უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.

ღარიბაშვილი შეეხო დეოლიგარქიზაციის თემასაც და ოპოზიციისთვის სიტყვა "ოლიგარქის" განმარტებას შეეცადა. მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედია და რომ მას საქართველოში 1 ლარიც კი, არ უშოვია.

მთავრობის მეთაურმა ოლიგარქებად მიხეილ სააკაშვილი, გიული ალასანია, მამუკა ხაზარაძე და დავით კეზერაშვილი მოიხსენია.

მეტის ნახვა