ახალი ამბები • 1730385896
„საქართველოში არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს“ - ენმ
„საქართველოში არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს“ - ეს განცხადება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში” გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რადგან კონსტიტუციით გარანტირებული ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. თედორაძის თქმითვე, ამის ნათელი დასტური იყო საარჩევნო უბნებზე მყოფი „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, მათ შორის სკოლის დირექტორები, პედაგოგები და სოფლის გამგებლები, რომლებიც ამომრჩევლის ნებას აკონტროლებდნენ და მმართველ გუნდს ინფორმაციას აწვდიდნენ. ხელისუფლების ოპონენტი ამტკიცებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ ეს ადამიანები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ხმა ოცნებისთვის მიეცათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ დახმარება და სამსახურებს დაკარგავდნენ. ბონდო თედორაძემ მაგალისთვის ქობულეთის და ქედის მუნიციპალიეტეტები მოიყვანა. ის მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროული რეაგირება მოახდინონ კანონდარღვევებზე.
1729880650
1729869469
1726854943
1726726009