საწვავის ფასის კლება, გაზრდილი პენსიები და ხელფასები - ექსპრეზიდენტის ეკონომიკური განვითარების გეგმის ნაწილი ცნობილია

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებისთვის ეკონომიკური განვითარების გეგმა მოამზადა, რომელიც ჟურნალისტებს, შეხვედრის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა გააცნო. მისი თქმით, საუბრისას მთავარ საკითხებად საწვავის ფასის კლება, პენსიების ზრდა, სახელფასო მინიმუმის ზრდა და სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობის გაჩენა განიხილეს.

ხაბეიშვილის თქმით, აუცილებელია, გამოცხადდეს ეროვნული მობილიზება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.

საწვავის ფასის მინიმუმ 80 თეთრით შემცირება როგორ უნდა მოხდეს იქნება ეს აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება. როგორ უნდა იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი, რომ მინიმალური ანაზღაურება იყოს 1500 ლარიდან. ასევე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა პენსიას, რომ შესაძლებელი გახდეს 500-600 ლარი პენსია ჰქონდეს ჩვენ პენსიონერებს. მეოთხე საკითხი ეხებოდა ახალგაზრდებს, როგორ უნდა ჰქონდეთ მათ უზრუნველყოფილი სწავლის შესაძლებლობა", - განმარტა ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც მისი მთავარი გზავნილია "შეკრება და არ დაშლა, ვიდრე არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები".

მეტის ნახვა