ახალი ამბები • 1756410394
შესაძლოა, ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს
პოლიტიკა
1657694320

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სავარაუდოდ, კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს. პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა იწვევს.
საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
ცნობისთვის, ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა