ახალი ამბები • 1732284277
შევა თუ არა უკრაინა ევროკავშირში - განცხადება განხილვის პროცესშია
კარი ღიაა, მაგრამ არასდროს გამოყენებულა - ასეთი ვითარება საქართველოსთვის ევროკავშირმა არაერთხელ შექმნა, თუმცა ახლა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. უკრაინა დიდ ზარალს განიცდის, პრეზიდენტი ზელენსკი კი, ევროკავშირში შესვლის მოთხოვნით, განცხადებას წერს. მიიღებენ თუ არა უკრაინას ევროკავშირში? და თუ კი, რა რეალობის წინაშე მოუწევს თვალის გასწორება დასავლეთს?
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის განხილვის პროცედურა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ვსევოლოდ ჩენცოვმა „ტვიტერზე“ დაწერა.
როგორც, დიპლომატი ამბობს, განაცხადი, უკვე, დარეგისტრირებულია.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა, ევროკავშირში საფრანგეთის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მუდმივ წარმომადგენელს, ფილიპ ლეგლის-კოსტას გადავეცი,“ - წერს დიპლომატი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისა და საქართველოს მიმართ მუდამ აღშფოთებასა და გულისტკივილს გამოხატავდნენ და რუსულ ოკუპაციასაც გმობდნენ, ახლა, სწორედ მათზეა გადამწყვეტი სიტყვა.
ცნობისთვის, ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი, გუშინ მოაწერა.
1727447820