ახალი ამბები • 1752267330
სიტყვიერი დაპირისპირება ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციამ დარბაზი დატოვა
პოლიტიკა
1709046946
სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ჯევაიში დღის წესრიგის კენჭისყრამდე, პოლიტიკური შინაარსის განცხადების გაკეთებისთვის ითხოვდა დროს, საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე კი ოპონენტს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდებდა.
ოპოზიციონერ დეპუტატს მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე სურდა საუბარი, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა, რის გამოც დარბაზი დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე, ისევ ითხოვდა დასწრებას მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. მას დარბაზში შესვლაზე უარი, უკვე მეხუთედ უთხრეს.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა