ახალი ამბები • 1728068947
TI- ს ანტიკორუფციულმა სტატუსი მოუხსნა| ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები
კობახიძის “მოწოდებამ” შედეგი გამოიღო - ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. კუპრაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება კანონიერია, თუმცა შეცვლის მიზეზი, მისივე თქმით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეა. ანტიკოპუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შეცვლილი პოზიცია პოლიტიკური შეფასებების საფუძველი გახდა. პარტიაში „საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ TI-სთვის სტატუსის მინიჭების და მოხსნის გადაწყვეტილებაც ხელისუფლების დაკვეთა იყო, რაც ახლადშექმნილ ინსტიტუციას შემლახვე იმიჯს უქმნის. კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ კუპრაშვილმა და კობახიძემ პოზიცია საერთაშორისო გამოხნმაურებებიდან გამომდინარე შეცვალეს. კოალიციაში „ცვლილებისთვის“ „ოცნების“ გადაწყვეტილებების ლოგიკა უცნაურად ეჩვენებათ, ხოლო „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ.
1726726009