ახალი ამბები • 1728566105
TI საკუთარი სახელით არჩევნებს ვეღარ დააკვირდება | შეფასებები
საკითხს საქართველოს პრემიერ მინისტრი ვრცელი პოსტით გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას და TI-ს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას. კობახიძე ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, კუპრაშვილის უწყებამ არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის სტატუსის შეფარდებისგან.საკითხი შეფასდა დღეს ადგილობრივ ოპოზიციაშიც. უკანონო და რეპრესიული, ასე გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბიუროს გადაწყვეტილებას. პარტიაში საქართველოსთვის ამბობენ, რომ ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება - წინასაარჩევნოდ გააჩეროს სამოქალაქო საზოგადოება და არ დაუშვას ობიექტური დაკვირვება კენჭისყრის პროცესზე.„ძლიერ საქართველოში “ კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
1728068947
1726854943
1726726009