ახალი ამბები • 1732544566
თორნიკე რიჟვაძე უკრაინის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველ პირთა სიაში შეიყვანეს
"რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველი", - ამ სათაურით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრი წერს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ პირთა ჩამონათვალში შეიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძეს მეზობელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში უკრაინული „მიროტვორეცი“ იგივე „მშვიდობისმყოფელი“ ადანაშაულებს. ამას უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულთა ნიშნების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრი იმ ვიდეოზე დარყრდნობით წერს, რომელიც ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა.
რიჟვაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი, სისხლისმღვრელი ომი, არ პასუხობს. ცენტრი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უკრაინული განათლება აქვს. თორნიკე რიჟვაძემ დოქტორის წოდება ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.
1727447820