ახალი ამბები • 1769693544
თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
პოლიტიკა
1653469802
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობაზე ზაზა შავაძე დანიშნა, რომელიც მანამდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი იყო.
მინისტრის პოსტზე მან გიორგი სურმანიძე შეცვლა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაასაქმეს. იგი მოადგილეობას ჯაბა ფუტკარაძეს გაუწევს.
მეტის ნახვა






















