ახალი ამბები • 1747046220
უკრაინა ომის ზღვარზე - როგორ აფასებენ აჭარაში მოქმედი პოლიტიკოსები რუსეთ-უკრაინის კრიზისს
ეს არის გადაცემა პოზიცია,რომელსაც TV 25-ის გუნდთან ერთად,მე ია გოლიაძე წარმოგიდგენთ. საღამო მშვიდობის. 2008 წელი - აფხაზეთი და სამაჩაბლო, 2014 წელი - ყირიმი, 2022 წელი - დონეცკი და ლუგანსკი - რუსეთი თავის იმპერიულ სვლას განაგრძობს. გუშინ ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ უგულებელყო საერთაშორისო სამართალი და ქვეყნების სუვერენიტეტი და დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მოსკოვში დადგმულ სპექტაკლს უკვე მოჰყვა მწვავე რეაქცია დასავლეთში. გერმანია აჩერებს ჩრდილოეთის ნაკადის პროექტს, ბრიტანეთი სანქციებს უწესებს რუსეთის ხელისუფლების წევრებს და ოლიგარქებს, მაგრამ რა მოხდება მომავალში, კვლავ უცნობი რჩება. რუსეთი აღიარებულ რეგიონებს შეიარაღებას აწვდის და საჯარისო ნაწილებიც შეჰყავს. უკრაინა საპასუხოდ ცეცხლის გახსნას ჯერ არ გეგმავს და მოკავშირეების იმედზეა.
საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო ოკუპანტის ქმედებები, მაგრამ რა ბედი ელის ჩვენს ქვეყანას, შავი ზღვის რეგიონს და ზოგადად რა ხდება მსოფლიოში? განვიხილავთ პოზიციის პირველ ბლოკში სტუმრებთან ერთად. ჩემს კითხვებს მირდატ ქამადაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გენო თებიძე - „ლელო საქართველოსთვის“ წევრი და აკაკი გვიანიძე - „საქართველოსთვის“ წევრი უპასუხებენ.

1739131407