ახალი ამბები • 1756410394
უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს
პოლიტიკა
1674560369

უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა განაცხადა. იგორ კასიანოვის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთი საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს აღადგენს.
„თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შედეგად ქვეყანაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მოიმატებს, ამ შემთხვევაში, ჩვენი საელჩო არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მიმართოს, რათა მოხდეს უკრაინელების მასობრივი ევაკუაცია საქართველოდან.“ - აცხადებს კასიანოვი.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა