უკრაინულ-ამერიკული დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინულ-ამერიკული დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"დღეს კიევში უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ გუნდებს შორის ძალზე პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.

განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც დაგვაახლოებს მშვიდობასთან და დააჩქარებს დიპლომატიურ ძალისხმევას. მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობით რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

მომავალ კვირას ვიზიტს დავიწყებ საუდის არაბეთში. ორშაბათს კრონპრინცთან შეხვედრის შემდეგ, სამშაბათს უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები დარჩებიან ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. უკრაინის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ანდრეი ერმაკი, ანდრეი სიბიგა, რუსტემ უმეროვი და პავლო პალისა.

ჩვენ სრულად მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით საჭირო გადაწყვეტილებებზე და შემდგომ ნაბიჯებზე.

უკრაინა ომის პირველივე წამიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის. რეალისტური წინადადებები უკვე არსებობს, ახლა მთავარია სწრაფი და ეფექტური მოქმედება", - წერს ზელენსკი.

მეტის ნახვა