ახალი ამბები • 1756410394
უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა
1712072971
აჭარის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეკრებილებმა რეგლამენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს, რომელთა ნაწილი მიზნად, ცალკეული ნორმების დახვეწასა და საქართველოს კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ისახავს.
პროექტი ახალი ჯილდოების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცემათ უმაღლესი საბჭოს, როგორც ინსტიტუციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და თავად საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების პატივისცემის ნიშნად.
კომიტეტმა რეგლამენტის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია. იგი კომიტეტის წევრებს დავით გაბაიძემ წარუდგინა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა