ახალი ამბები • 1769693544
ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა
პოლიტიკა
1669183741
ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა. 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში, მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია დაიწყო, რასაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.
19 წლის წინ, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შევიდნენ, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
რევოლუციას წინ უძღოდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევდა.
მეტის ნახვა






















