"ვარდების რევოლუციის" მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ბათუმსა და თბილისში აქციები გაიმართება

აქცია

„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 18:00 საათზე, თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოში „რუსული რეჟიმის“ დასრულებას მოითხოვენ.

„23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავზე ვიკრიბებით თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე. გამოდით ყველა ვინც თვლით, რომ ამ დღეს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება დაიწყო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა