ახალი ამბები • 1751358640
ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ენმ-ს წევრები არ მივიდნენ
პოლიტიკა
1669218349
ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქცია, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მივიდნენ. ბათუმში, ევროპის მოედანზე, საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად მხოლოდ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი შეიკრიბა.
მათი განცხადებით, აქცია რამდენიმე დღით ადრე დააანონსეს, თუმცა სასურველი რაოდენობის ხალხი მაინც არ გავიდა. შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება და ქვეყანაში ,,რუსული რეჟიმის'' დასრულება მოითხოვეს.
მეტის ნახვა