ვის ეკუთვნის ელიტური ვილები გონიოში? - ოპოზიციის ბრიფინგი

ქართული ოცნების გამდიდრებული ჩინოვნიკები და გაღარიბებული აჭარის მოსახლეობა - ოპოზიცია მმართველ გუნდს კვლავ აკრიტიკებს. „ერთობა-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გონიოს სანაპიროზე მდებარე ე. წ. „ელიტური ვილებთან“  გამართეს. რევაზ ხარაზის განცხადებით, ობიექტები მმართველი გუნდის მხარდამჭერ ინვესტორებსა და ოცნებასთან დააახლოებულ პირებს ეკუთვნით. მათ შორის დავით ბალაძეა, რომელიც ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და თორნიკე რიჟვაძის სიძეა. როგორც ხელისუფლების ოპონენტმა თქვა, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობის, იძულებითი ემიგრაციის,  უმუშევრობის, და სხვა უამრავი პრობლემის ფონზე, მდიდრდებიან მხოლოდ ოცნების ჩინოვნიკები, რომლებიც, მისივე თქმით, მინიგარქებად იქცნენ. აჭარის მთავრობაში თემასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი არ გაკეთდა. 

მეტის ნახვა