ახალი ამბები • 1679381740
ყველაზე ხანმოკლე სხდომა პარლამენტში - "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო
საქართველოს პარლამენტში ისტორიული სხდომა შედგა. უპრეცენდენტოდ ხანმოკლე განხილვაზე დეპუტატებმა „აგენტების შესახებ კანონი“ მეორე მოსმენაზე ჩააგდეს. „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
ე.წ. რუსული კანონის ერთადერთი მხარდამჭერი დიმიტრი სამხარაძე იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. ოცნებამ კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა.
თავდაპირველად, მმართველი პარტია მას მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7 მარტს, მისი მიღების დღესვე დაიწყო. აქციები გაიმართა ქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.

1678945638

1678791148

1677745241

1676454928