ახალი ამბები • 1734684571
დღეს, მუსლიმებისთვის მარხვა ანუ რამადანი დაიწყო
დღეს, მუსლიმებისთვის მარხვა ანუ რამადანი დაიწყო. მორწმუნეები მარხვის პერიოდში ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ.
რამადანის თვე მუსლიმანებისთვის იმითაა ძვირფასი, რომ სწორედ ამ თვეში დაიწყო წმ. ყურანის ზეგარდმოვლენა.
მარხვა ერთ თვის განმავლობაში გრძელდება და ამ პერიოდში, მუსლიმანები ფითრას და ზექათს ანუ შემოწირულებებს იღებენ. „ყადირის ღამე“, რომელიც ყურანში ათას თვეზე საუკეთესოდ არის მოხსენიებული, სწორედ რომ რამადანის თვეშია.
რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე ანუ იფთარზე მიპატიჟება.
მარხვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები ბაირამს აღნიშნავენ.
1728455482
1727447820