ახალი ამბები • 1695302629
მართლმადიდებელი ერი ნინოობას ზეიმობს
რელიგია
1685599029

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.

ბათუმში, ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ა...
1694974924

ყაჩაღობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია 1 პირი
1694591221
მეტის ნახვა