ახალი ამბები • 1695302629
მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
რელიგია
1683871776

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს.
ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა უფალს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.
ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.
წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.
12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ბათუმში, ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ა...
1694974924

ყაჩაღობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია 1 პირი
1694591221
მეტის ნახვა