ახალი ამბები • 1732172899
მსვლელობა ბათუმში - მონაწილეები "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღეს აღნიშნავენ
ნაირა ქობულაძე
ბათუმში, მსვლელობა მიმდინარეობს. მონაწილეები „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღეს აღნიშნავენ.
მსვლელობა 11 საათიდან დაიწყო. მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და საკათედრო ტაძრის გავლით ქალაქის ქუჩები მოიარეს. ისინი ახლა იუნკერების საფლავთან იმყოფებიან.
17 მაისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უქმე დღედ გამოცხადდა. პრემიერის ინფორმაციით, შესაბამისი ინიციატივით საპატრიარქომ მიმართა.
ამ დღეს საქართველოსა და მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. წლების განმავლობაში თბილისში თარიღთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ მარში იმართებოდა, თუმცა შესაძლო პროვოკაციების და დაპირისპირებების თავიდან არიდების გამო, ბოლო რამდენიმე წელია ეს ღონისძიებას აღარ იმართება. დღეს ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, არ გაიმართება საპროტესტო აქცია ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ
1731685299
1727447820