ახალი ამბები • 1756410394
მუსლიმები ყურბან ბაირამს ზეიმობენ
რელიგია
1687932315
მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. მეჩეთებში დილის ლოცვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეები პირუტყვს კლავენ და ხორცს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველებს უნაწილებენ.
ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც მარხვის თვის - რამადანის დასასრული აღინიშნება. ყურბან-ბაირამობა მარხვის თვიდან 70-ე დღეს იწყება.
ყურბან ბაირამს 4 ათას წლოვანი ისტორია აქვს. იგი ისლამურ სამყაროში მეგობრობის, თანადგომის, ქველმოქმედების და ღმერთთან დაახლოების დღესასწაულია. ყურბან ბაირამი დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა