ახალი ამბები • 1756410394
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში, ზღვაში შთაფლვის რიტუალი შესრულდა
რელიგია
1674115623
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად შესრულდა ზღვაში შთაფლვის რიტუალი. მორწმუნეები, ბათუმის სანაპიროზე, განბანვისთვის, ღამით, 12 საათისთვის შეიკრიბნენ. ზღვაში შთაფლვა, ცოდვებისგან განწმენდის სიმბოლური წესია. სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა, მდინარე იორდანეში, ისეო ქრისტე მონათლა.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება, იგივე დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ზღვაში შთაფლვის რიტუალი, 27 წლის წინ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ინიციატივით განახლდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა