ახალი ამბები • 1679381740
ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში არის ნაკურთხი - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მრევლს ნათლისღება მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში თუ სხვაგან, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიონ ადამიანებმა.
„პირველად, დღევანდელ დღეს კაცობრიობას ერთდროულად დაენახა ყოვლადწმინდა სამების სამივე წევრი. ეს არის ძე, რომელიც წყალში ჩავიდა, მამა ღმერთი, რომლის ხმა ისმა და სულიწმიდა, რომელიც მტრედის სახით დაფრინავდა და ყველას დასანახად ჩანდა.
დღეს იკურთხა წყალი. ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში, სადაც გნებავთ, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა გადაივლოთ ეს წყალი თუ საშუალება გაქვთ. დღეს არის ნაკურთხი წყლის დღე. ეს ცივი და ნაკურთხ წყალი გადაგსხმოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, დღეს, მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს, რომელიც თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

1678945638

1678791148

1677745241

1676454928