ახალი ამბები • 1751012220
ოჯახის სიწმინდის დღე - ბათუმში მსვლელოვა გაიმართა
რელიგია
1715967407
მსვლელობა გაიმართა ბათუმში. მონაწილეებმა „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე“ აღნიშნეს. ისინი ღვთისმშობლის შობის საკათედრი ტაძართან შეიკრიბნენ, შემდგომ იუნკერების საფლავთან გადაინაცვლეს, სადაც სამღვდელოებამ პარაკლისი გადაიხადა. 17 მაისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უქმე დღედ გამოცხადდა. პრემიერის ინფორმაციით, შესაბამისი ინიციატივით საპატრიარქომ მიმართა. ამ დღეს საქართველოსა და მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. წლების განმავლობაში თბილისში თარიღთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ მარში იმართებოდა, თუმცა შესაძლო პროვოკაციების და დაპირისპირებების თავიდან არიდები გამო, ბოლო რამდენიმე წელია ეს ღონისძიებას აღარ იმართება.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა