ახალი ამბები • 1734684571
საპატრიარქო ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება.
„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა - სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულობას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.
წელს, 2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება.
მსურველებს შემოწირულობისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 2022 წლის 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლად წმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1728455482
1727447820