ახალი ამბები • 1752046255
საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ
რელიგია
1684995177

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. იგი 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც მოწაფეებს ხშირად ეცხადებოდა და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა.
უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა, უთხრა, იერუსალიმიდან არსად წასულიყვნენ, სანამ მათზე სულიწმინდის მადლი არ გადავიდოდა, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ, მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა