სულხან თამაზაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტსა და დასავლეთ საქართველოს მუფთს შეხვდა

თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტსა და  დასავლეთ საქართველოს მუფთს შეხვდა.  ინფორმაციას ამის შესახებ თავად თამაზაშვილი, ოფიციალური ფეისბუქ გვერდით ავრცელებს. 

"მქონდა პატივი შევხვედროდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მეუფე დიმიტრის.
ქართული ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის, ერთიანობისა და სტაბილურობის გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. აღსანიშნავია, მეუფის ძალისხმევა რეგიონში ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ საერთო ღირებულებებსა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე."- წერს თამაზაშვილი მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

"დღეს მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დასავლეთ საქართველოს მუფთთან, ბატონ ადამ შანთაძესთან.
მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. საუკუნეების მანძილზე ერთად ვიბრძვით ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის.

აჭარაში, ჩვენს რეგიონში, ქრისტიან და მუსლიმ ძმებს თანაცხოვრების განსაკუთრებული ისტორია გვაკავშირებს. ეს არის ის ურთიერთობა და ძმობა, რომელსაც ვუფრთხილდებოდით და მომავალშიც გავუფრთხილდებით."- წერია თამაზაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მეტის ნახვა