ახალი ამბები • 1656066074
ბათუმის ''დინამო'' საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა
სპორტი
1645424140
ბათუმის ''დინამო'' სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელი გახდა.
სატიტულო შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი მასპინძლობდა, სადაც ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ თბილისის ''საბურთალოს'' დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა. შეხვედრაში დამატებითი ტაიმები არ იყო და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა.
საფეხბურთო ლატარიად წოდებულ თერთმეტმეტრიანების სერიაში ბათუმის ''დინამომ'' მეტოქეს 7-6 მოუგო და ისტორიაში უკვე მეორედ საქართველოს სუპერთასის ტიტული მოიგო.
საქართველოში ეროვნული ლიგა 25 თებერვალს განახლდება. პირველ ტურში შავიზღვისპირელები საკუთარ მოედანზე ბოლნისის ''სიონს'' მიიღებენ.

მდინარე ჭოროხმა 35 წლამდე ასაკის კაცი გაი...
1655811403

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა