ახალი ამბები • 1656066074
ბათუმის ''დინამომ' გორის "დილა" 3-0 დაამარცხა
სპორტი
1652093057
ბათუმის ''დინამომ'' საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გაიმარჯვა. გუნდმა საკუთარ მოედანზე გორის ''დილას'' უმასპინძლა და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. 30-ე წუთზე ანგარიში ზურა დავითაშვილის გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
შემდეგი გოლი 81-ე წუთზე გავიდა. 3 წუთში კი შავიზღვისპირელების კომბინაცია გაფრინდაშვილმა 3-0 დააფიქსირა. 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' 27 ქულას აგროვებს.
ცხრილში შემდეგ პოზიციებზე 22-22 ქულით თბილისის ''დინამო'' და გორის ''დილა'' იმყოფებიან. ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში ბათუმელები, 12 მაისს, რუსთავში ''საბურთალოს'' ესტუმრებიან.

მდინარე ჭოროხმა 35 წლამდე ასაკის კაცი გაი...
1655811403

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა