ახალი ამბები • 1769693544
ბათუმის სპორტის სასახლეში, ჩერლიდინგში, აჭარის ჩემპიონატი გაიმართა
სპორტი
1689081820
ბათუმის სპორტის სასახლეში, ჩერლიდინგში, აჭარის ჩემპიონატი გაიმართა. მასში ათამდე ქვეყანა მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და თასები გადაეცათ. საუკეთესო მონაწილეები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა, ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა.
ჩემპიონატი, მესამე წელია, აჭარის რეგიონალური ჩერლიდინგის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მიზანი, დარგის პოპულარიზაცია და განვითარებაა.
მეტის ნახვა






















