ახალი ამბები • 1756410394
ბათუმმა ჩერლიდინგის საერთაშორისო ღია პირველობას უმასპინძლა
სპორტი
1720200796
ბათუმმა ჩერლიდინგის საერთაშორისო ღია პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრი ჩერლიდინგში, ტანვარჯიშში, სპორტულ აერობიკაში, თანამედროვე ცეკვებსა და სხვა საცეკვაო მიმდინარეობებში გაიმართა. მასში 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ლატვიიდან. საპრიზო ადგილზე გასულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩერლიდინგის საერთაშორისო ჩემპიონატი აჭარაში მეოთხე წელია იმართება. წლევანდელი ღონისძიება აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ჩერლიდინგის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა