ახალი ამბები • 1769693544
ბათუმში წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს
სპორტი
1640170548
ბათუმში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე ის პირები და გუნდები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. წელს მოპოვებული წარმატებისთვის, დაჯილდოვდა საქართველოს ჩემპიონი - საფეხბურთო კლუბი ,,დინამო ბათუმიც’’. ცერემონია, ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.
მეტის ნახვა






















