ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი მადრიდის "რეალია"

რეალი

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ესპანურმა კლუბმა „მანჩესტერ სიტი“ ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშით 6-5 დაამარცხა.

მადრიდში გამართული საპასუხო შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. 73-ე წუთზე გოლი რიად მაჰრეზიმ გაიტანა. ანგარიში 90-ე წუთზე როდრიგომ გაათანაბრა, უკვე დამატებულ დროში კი მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში 5-5 გახდა.

შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც 95-ე წუთზე კარიმ ბენზემამ წარმატებით შესრულებულმა პენალტიმ მადრიდელები ფინალში გადაიყვანა.

ფინალში „რეალი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა პარიზში, 28 მაისს გაიმართება.

მეტის ნახვა