ახალი ამბები • 1733997205
ისტორიაში პირველად უმცროსი "ბორჯღალოსნები" 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ
იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი გაიმართება. ტურნირში საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები მონაწილეობას პირველად მიიღებს, - ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უმცროსი „ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 30 მარტს შოტლანდიასთან გამართავენ, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდებიან. ფესტივალში სულ რვა გუნდი მონაწილეობს.
ქართველი მორაგბეები მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში დაიწყებენ, პარმაში გამგზავრებამდე კი, 26 მარტს, ისინი “ლიონის” 18-წლამდელთა გუნდთან ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს - 2012-2015 წლებში ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ამ თამაშებში მონაწილეობდნენ, 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული კი 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს.
1733990122
1728455482
1727447820