ხელის თხოვნა სტადიონზე

ემოციური კადრები გერმანიის სტადიონიდან.  ხელის თხოვნა „ევრო-2024“-ზე. საქართველო პორტუგალიის თამაშის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, მაყურებლის თანდასწრებით კიდევ ერთი ქართული ოჯახი შეიქმნა. ისტორიულ მატჩში საქართველომ პორტუგალია 2-0 დაამარცხა. სასწაული ორთაბრძოლის დაწყებამდე კი ბაგრატ ქოქოლაძემ ხელი ხათუნა ანთაძეს სთხოვა. გიტოვებთ კადრებს, სადაც კარგად ჩანს, ბათუმელი წყვილის და ფეხბურთის გულშემატკივრების ემოციები.

მეტის ნახვა