ახალი ამბები • 1756410394
ლეგენდების მატჩი ბათუმში - შეხვედრა "ინტერის" გამარჯვებით, ანგარიშით, 2-0 დასრულდა
სპორტი
1709831117
ლეგენდების მატჩი ბათუმში - საქართველოს ნაკრების ვეტერანები მილანის „ინტერის“ ლეგენდებს დაუპირისპირდნენ. ეს ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იყო, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
„ინტერის“ შემადგენლობაში თამაშობდნენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუიშ ფიგუ, გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი და მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი.
GEO 11-ის შემადგენლობაში კი, ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე, ასევე რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ნაკრების გამორჩეული წევრები - გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია.
შეხვედრა „ინტერის“ გამარჯვებით, ანგარიშით, 2-0 დასრულდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა