ახალი ამბები • 1756410394
მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
სპორტი
1695018595

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.
ფინალური ორთაბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან დათმო. გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედალი კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა